Main fundraiser photo

გავერთიანდეთ თათიასთვის

თათიას ცხოვრება თავიდანვე სირთულეებით სავსე აღმოჩნდა.
ბავშვობაში ავტოავარიაში მამა და ორი და დაკარგა. ერთადერთი საყრდენი დედა დარჩა, რომელმაც, უდიდესი ტკივილის მიუხედავად, შეძლო შვილისთვის სითბო და სიყვარული შეენარჩუნებინა.

დღეს კი თათია კიდევ უფრო მძიმე განსაცდელის წინაშე დგას: ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა, შემდეგ მჟავა შეასხა და ბოლოს ბენზინით ცეცხლი წაუკიდა.

ექიმის განცხადებით:
„პაციენტის მდგომარეობა არის უმძიმესი. სხეულის თითქმის ნახევარი არის დაზიანებული როგორც თერმული აგენტით, ასევე ქიმიური აგენტით. 40-45% არის დამწვრობა, ამას ემატება თერმო-ინჰალაციური, ანუ სასუნთქი გზების დაზიანება. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. პროგნოზებზე ლაპარაკი რთულია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ამ მძიმე ტრავმიდან გამოვიდეს. ბასრი საგნით ჭრილობა აქვს გულმკერდის არეში, თუმცა გულმკერდის ღრუში შემავალი არაა.“
— ლაშა იაშვილი, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი

სწორედ ამიტომ ვხსნით ამ ფონდს თათიასთვის.
მის ოჯახს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა — თანხა მოხმარდება მომავალი ოპერაციების დაფინანსებას, მკურნალობას, რეაბილიტაციასა და ოჯახის სასიცოცხლო საჭიროებებს.

თითოეული თქვენი დახმარება — პატარა იქნება თუ დიდი — თათიას სიცოცხლისთვის და გამოჯანმრთელებისთვის გადამწყვეტია. მადლობა ყველას, ვინც გვერდში დაუდგებით და ამ ამბავს სხვებსაც გაუზიარებთ.
Donate

Donations 

    Donate

    Organizer

    Tamar Paitchadze
    Organizer
    Staten Island, NY
    • Family
    • Donation protected

    Your easy, powerful, and trusted home for help

    • Easy

      Donate quickly and easily

    • Powerful

      Send help right to the people and causes you care about

    • Trusted

      Your donation is protected by the GoFundMe Giving Guarantee