Main fundraiser photo

დავეხმაროთ ბავშვებს სკოლის შენობის შეძენაში


მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო მათთვის; მოწაფეები კი არ უშვებდნენ მომგვრელთ.
ეს რომ დაინახა, განრისხდა და უთხრა მათ: მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი.
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში.
მოეხვია, ხელი დაადო და დალოცა ისინი.



ჩვენო თანამემამულეებო, კანადაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებო ქართველებო, ჩვენი ეკლესიის შემწე და დამხმარე სხვა ეროვნების წარმომადგენლებო, მოგმართავთ თხოვნით, კიდევ ერთხელ დაგვიდგეთ მხარში, რათა მოვახერხოთ ჩვენი შვილებისთვის საკვირაო სკოლის შენობის შეძენა.

არც ისე დიდი ხნის წინ, ყველანი ჩართული ვიყავით სახსრების მოძიებაში, რათა აგვესრულებინა კანადელი ქართველების ოცნება- გვქონოდა საკუთარი ეკლესია. თქვენმა დაუღალავმა შრომამ და შემოწირულობებმა რეალობად აქცია ეს სწრაფვა. დღეს ისევ საჭიროა გაერთიანება.

რატომ აუცილებლად ახლა და ასე გადაუდებლად? ეკლესიას ესაზღვრება საკუთარი სახლი ეზოთი, რომელიც ახლახან გამოიდგა ბაზარზე გასაყიდად. შესაძლოა, მყიდველიც მალე გამოჩნდეს. ყველას კარგად გვესმის, რა რთულია დღევანდელ პირობებში ოჯახის რჩენა, ახლობლების დახმარება. მაგრამ თუკი კარგად გავიაზრებთ, რა ფასდაუდებელ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ეს მიზანიც მიღწევადი გახდება.

ემიგრანტთა ხვედრი არასოდეს ყოფილა მსუბუქი. განსაკუთრებით მძიმეა იგი ქართველი ადამიანისათვის, რომელიც ფიზიკური გადარჩენის მიღმა, სულიერი საზრდოს და ურთიერთობების მუდმივ ძიებაშია. ამჟამად ტორონტოში 10000 მდე ქართველი. ჩვენი სათვისტომო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა ჩრდილოეთ ამერიკაში, და ძირითადად, ეკონომიკური მიგრანტების ჯგუფს მიეკუთვნება.

რწმენის შესანარჩუნებლად, ქართველები აქამდე სხვადასხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში განსხვავებულ ენებზე ლოცულობდნენ. ამჟამად, ბევრი იმიგრანტის ლოცვითა და შრომით ტორონტოს ახალ ეკლესიაში სრულდება ქართული მართლმადიდებლური მსახურება და აღევლინება უძველესი ქართული ლოცვა და გალობა.

ეკლესიასთან გახსნილია საკვირაო სკოლა, სადაც ბავშვები სწავლობენ ქართულ ენას, ისტორიას, გეოგრაფიას და საღმრთო რჯულს. იმის გამო რომ არსებულის ეკლესიის ფართი არ იძლევა საშუალებას სკოლა საჭირო კლასების რაოდენობად დაიყოს, ბავშვები იძულებულები არიან ორ ოთახში განთავსდნენ, რაც მათი ასაკობრივი ჯგუფებად დაყოფას შეუძლებელს ხდის და სასწავლო პროცესს უკიდურესად ანელებს.

გასაყიდ სახლში 6 ოთახია, რაც საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ სკოლა, დავყოთ ბავშვთა ჯგუფები ასაკობრივი თუ ენის ცოდნის ნიშნით, ჩამოვაყალიბოთ დამატებითი წრეები და პერსპექტივაში ვიფიქროთ ლოგისტიკაზე, რომელიც გამოათავისუფლებს მშობლებს მათი შვილების სკოლაში ყოფნისას. ასეთი შესაძლებლობა შეიძლება აღარ გვქონდეს უახლოეს პერსპექტივაში. დავდგეთ ერთად და შევერკინოთ ამ საშვილთაშვილო საქმეს.

ნებისმიერი ზომის შემოწირულობა მიგვაახლოვებს მიზანთან!

გთხოვთ შემოგვიერთდედ ამ წამოწყებაში და ერთიანი ძალებით და მცირედი დახმარებით , შევიძინოთ და აუშენოთ იმიგრანტ ბავშებს საკვირაო სკოლა!

გთხოვთ გაავრცელოთ და გააზიაროთ, რადგან ძალა ერთობაშია!

დამატებითი გადმორიცხვის საშუალებები მოიძიეთ აქ.

Credit card or Paypal

Bank Transfer
ბანკიდან გადასრიცხად უნდა წარადგინოთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები:
ეკლესიის ანგარიში.
The Iveron Icon of the Mother of God
TD Canada Trust
Savings Account
Institution # 004
Transit # 18002
Account # 5242344


Bank e-Transfer
e-transfer საშუალებით ნებისმიერი საბანკო აპლიკაციიდან ან შემდეგი საიტიდან https://www.interac.ca/en/consumers/products/interac-e-transfer/ და გამოგზანოთ შემდეგ ემაილზე: [email redacted]


Donate

Donations 

  • Irina Temkin
    • $40 
    • 1 yr
  • Anonymous
    • $100 
    • 1 yr
  • Shorena Jincharadze
    • $100 
    • 1 yr
  • Nino Gogelishvili
    • $100 
    • 2 yrs
  • Giorgi Mtchedlishvili
    • $30 
    • 2 yrs
Donate

Organizer

Iveron Icon of Mother of God Georgian Catholic-Apostolic Church
Beneficiary

Your easy, powerful, and trusted home for help

  • Easy

    Donate quickly and easily

  • Powerful

    Send help right to the people and causes you care about

  • Trusted

    Your donation is protected by the GoFundMe Giving Guarantee