Main fundraiser photo

გრიგოლ კორძაიას ნაპოვნი საფლავის მოსაწყობად

Tax deductible
ეს საქველმოქმედო კამპანია უჩვეულოა.

მხოლოდ უცხოობა გამოვლილი ქართველი შეიძლება მიხვდეს ჩემს უსაზღვრო გულისტკივილს.

1945-60 წლებში სან-ფრანცისკოში არსებობდა ქართული რესტორანი “ყაზბეგი”. მისი მეპატრონე გრიგოლ კორძაია იქაური ქართველების დამპურებელი იყო.

თუმცა, მისი სიკვდილის შემდეგ საფლავი წარწერის, ქვის გარეშე დარჩენილა.

თვითონ იმდენს აჩუქა საფლავის ქვა (რაც მხოლოდ მე ვიცი, - ალექსანდრე მიქელაძეს, გალაკტიონ ნიკოლაძეს, ნიკოლოზ დიასამიძეს), რომ 47 წელია უკვე, მისი საფლავი დაკარგული იყო და თუ ახლა ქვა არ დავდგით, ისევ დაიკარგება.

სან-ფრანცისკოს სერბულ სასაფლაოს ქვის დადგმის წესები აქვს. ყველაზე დაბალფასიანი ქვა, ფუნდამენტი და სპეციალური ნებართვების ხარჯი სამი ათასს დოლარს აღწევს.

ამ ფონდით იმათ მივმართავ, ვისთვისაც ქართველი ადამიანის საფლავი, თუნდაც საქართველოში უნახავი მათი დარჩენილი საფლავები, ისევ რჩება წმიდა ადგილად; ვისაც არ სურს ისევ დაიკარგოს ეს სიმწრით ნაპოვნი საფლავი, -

წარმოიდგინე, რომ საახალწლო ნაძვისხესთან საჩუქარს ახვედრებ წინა თაობის ქართველ ემიგრანტს, - და ამ საჩუქრის საფასურით შეეწიე მისი საფლავის ქვის დადგმას ამერიკაში.

თქვენი დახმარებით, უსახელო მიცვალებულს, - ვინმე გელეტასა და ჩერეპანოვას შორის დაკრძალულს, -გაუკეთდება ასეთი წარწერა:

GREGORY KORDSAIA
გრიგოლ კორძაია
1909-1971

Organizer

მანუჩარ პირველი
Organizer
Union, NJ
Mamuli Inc
 
Registered nonprofit
Donations are typically 100% tax deductible in the US.

Your easy, powerful, and trusted home for help

  • Easy

    Donate quickly and easily.

  • Powerful

    Send help right to the people and causes you care about.

  • Trusted

    Your donation is protected by the  GoFundMe Giving Guarantee.